თეგებით ძიება

განსაცდელზე მნიშვნელოვანი მის მიმართ შენი რეაგირების ფორმაა

ერთხელ ქალიშვილმა მამას შესჩივლა, რომ ის უბედური იყო და მუდმივი ჩხუბითა და ბრძოლით დაიღალა. გოგონას ერთი პრობლემა რომ გვარდებოდა, ისევ მალე ახალი იწყებოდა.

მამამ (მზარეულმა) შვილი სამზარეულოში შეიყვანა. სამი ქოთანი წყლით აავსო და თითოეული მაღალ ცეცხლზე შედგა. როგორც კი სამივე ქვაბმა დუღილი დაიწყო, მზარეულმა ერთ ქვაბში კარტოფილი მოათავსა, მეორეში - კვერცხი, ხოლო მესამეში - დაფქული ყავის მარცვლები. მამა-შვილი უსიტყვოდ დაჯდა და პროდუქტების ხარშვას დაელოდა. ქალიშვილი ვეღარ ითმენდა - აინტერესებდა, მამა რას აკეთებდა.

ოცი წუთის შემდეგ მამამ გაზქურა გამორთო. ქვაბიდან კარტოფილები და მოხარშული კვერცხები ამოაწყო და თასში მოათავსა. ყავის მარცვლები კი ფინჯანში ჩააწყო. მამა ქალიშვილს მიუბრუნდა და ჰკითხა. „შვილო, რას ხედავ?“

„კარტოფილს, კვერცხს და ყავას“, - უპასუხა გოგონამ ნაჩქარევად.

„დააკვირდი და შეეხე კარტოფილებს,” – უთხრა მამამ.

გოგონამ შეასრულა თხოვნა და აღნიშნა, რომ კარტოფილები რბილი იყო. შემდეგ მამამ კვერცხის გატეხვა სთხოვა. გოგონამ მაგრად მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი გააცალა და დააკვირდა. ბოლოს მამამ შვილს ყავის დალევა სთხოვა. ყავის სასიამოვნო სურნელმა გოგონას სახეზე ღიმილი მოჰფინა.

„მამა, რას ნიშნავს ეს?“ - ჰკითხა მან.

მამამ განმარტა, რომ კარტოფილს, კვერცხს და ყავის მარცვლებს ერთი და იგივე უბედურება დაატყდა თავს - მდუღარე წყალი, რომელზეც თითოეული მათგანი განსხვავებულად რეაგირებდა. კარტოფილი შეუპოვრად ებრძოდა „განსაცდელს“, მაგრამ მდუღარე წყალში რბილი და სუსტი გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა