თეგებით ძიება

იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი - ნინო ქადაგიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ან შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, ან დეპარტამენტის მხრიდან საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირების საკითხს.

„გუშინ, ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან.

ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და დიდ იმედს ვიტოვებ. ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე როგორც, უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემ კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ასევე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. მე კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი გაცემული არაა, გაეცემა და მე ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი ოფიციალური განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომეცემა იმის შესაძლებლობა, რიგ საკითხებში გავერკვე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა