ივანიშვილის ქონება გაიზარდა? - ნახეთ რამდენ მილიარდს ფლობს ბიზნესმენი
ამერიკული Forbes-ის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქონება წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონება
ივანიშვილის ქონების სიდიდე "ფორბსის" მონაცემეებით, 4.9 მილიარდს შეადგენს.
2020; 2021 და 2022 წლებში Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. ბოლო მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.
ცნობისთვის, რეიტინგი მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.
წყარო: Forbes.ge