"ვერ უსამძიმრებ, ვერ ტირი… დედები მაშინ კვდებიან, როცა შვილი უკვდებათ…" - პეტრე კოლხი
მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში დედაშვილობაზე წერს და შვილმკვდარ დედებს ემოციურ პოსტს უძღვნის.
"დედები მაშინ კვდებიან, როცა შვილი უკვდებათ…
ვერ უსამძიმრებ, ვერ ტირი… ყველაფერი გეუხერხულება… გეშინია, ზედმეტი ცრემლით გული არ ატკინო, რა სჭირს ჩემს შვილს სატირალიო… ვერც ჩუმად ხარ, გარდაცვლილზე მეტად დედის ტანჯვა განადგურებს… მისი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ცოცხალი სხეული რომ იყინება, შენც ქვავდები, თვალს არიდებ, დედისთვის გაჩენილ დაუსრულებელ გოლგოთას…
დედა მაშინ იმარხება, როცა შვილს მიწას მიაბარებს… მასთან ერთად იმარხება….
ოღონდ ისევ შვილისთვის უნდა იცოცხლოს… მის საფლავს ბალახი მოაცილოს, დედის ლოცვა წაიკითხოს, საფლავზე ანთებული სანთელი ქარისგან გადაარჩინოს, დაბადების დღეზე კლასელებს, მეგობრებს უმასპინძლოს…
მასაც სანამ მიწას მიაყრიან, მანამდეც იცის, რომ მკვდარია!..
საბოლოო სიკვდილი კი ნეტარებაა, იქ მას მთავარი ადამიანი, შვილი ელოდება!..", - წერს კოლხი.