მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
“რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტარი და განმარტებები გაკეთდა. ასევე, ამასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი წერილი, სადაც დეტალურად მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა ვითარება და მდგომარეობა იყო, ხოლო ახლა, დღეს რა გვაქვს. ამ ყველაფრის შედარება ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ამ ყველაფრის საბაბი რა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის", - განაცხადა კალაძემ.
აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა