სომხეთში ექსპორტი მზარდია - ლევან იოსელიანი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ სომხეთში ექსპორტი მზარდია.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დავითაშვილმა სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე მოხსენება გააკეთა.
მათივე ცნობით, ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენი მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე.