მეორე ფრონტი არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება? - კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
"მეორე ფრონტი არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ? ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია, ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმეორებენ“, - განაცხადა დეგნანმა.