თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ მოხდა - დაპანიკებული ხალხი ქუჩაში გავიდა (ვიდეო)
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა კვლავ განმეორდა. მიწისქვეშა ბიძგები ბინგოლის პროვინციაში დაფიქსირდა.
სტიქიის გამო შეშინებული მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ.
დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თუირქეთში მომხდარ მიწისძვრას 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.