ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5330 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5375 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7655 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1315 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 აპრილიდან შევა ძალაში.