თეგებით ძიება

„ესენი უფსკრულში, უბედურებაში მიგვათრევენ და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით, თუ ვიდგებით ერთად“ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკას უყვარს და ეხმარება იმ ერებს, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის.

„ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი შეეწირა მიზნის მიღწევას. დღეს კვლავ გზაგასაყარზე ვიმყოფებით. 

ამერიკის მე-6 ფლოტმა ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტი წვლილი ლეხ კაჩინსკის, იუშჩენკოს და ბალტიის სამი ლიდერის ჩამოსვლამ შეიტანა. დღეს ამ ქვეყნებს ოკუპანტებთან ერთად უნისონში საქართველოს მომჯდარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა ლანძღავს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩამოვიყვანე და ქართული ცეკვა ვაცეკვეთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ამერიკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი მომავალი პრეზიდენტი გვყავდა. ყველამ ერთად გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი და  მისი თავგადაკლული ნათქვამი, მისივე საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ გამოსვლაში, სადაც მთელ მსოფლიოს გააგონა - „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“ 

მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. ყველა გონს უნდა მოვეგოთ და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც მთელი ეს დრო წყალს ვსვამდით. ესენი უფსკრულში, უბედურებაში მიგვათრევენ და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ, დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე, ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე, თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

სანქციების დაწესებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთიათად გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის, რის შემდეგაც ისინი მათ დახმარებას მოვალეობად თვლიან.

ვარდების რევოლუციის დროს, დასაწყისში, ისინი არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი.

2008 წელს ფლოტი  მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის გმირობა, დაინახეს, რომ მე არ დავტოვე დედაქალაქი და პირიქით, დაჟინებით და გაუთავებელი ზარებით ვარწმუნებდი ბუშს დახმარების აუცილებლობაში.  ახლაც ჩამესმის ვიცე-პრეზიდენტი ჩეინის ხმა, რომელიც  ფლოტის ფლაგმანს ჩამოჰყვა: „შენ გემზე მართლა სასმელი წყალი ხომ არ გგონიაო? “ ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ ქუჩაში გამოსული უამრავი ქართველი დაინახეს.

იგივე გამეორდა შარშან უკრაინაში. თუ ჩვენ აღვუდგებით კრემლის მცდელობას დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეხინკლეების ერი და ვირწმუნებთ, რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არამედ გვაქვს საამაყო წარსული და დიდი მომავალი და, რომ ჩვენ უახლოეს ისტორიულ მომავალში აფხაზეთი და ცხინვალი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ.

 ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თავისუფლების გადასარჩენად“, - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა