თეგებით ძიება

"თავად დავადექი თავზე, როდესაც მამა ჩემს დას აუპატიურებდა. ჩემი დისთვის მიშველება მინდოდა, მაგრამ მამამ მცემაო" - რას ჰყვება ადგილობრივი კახეთში მამის მიერ შვილის სავარაუდო გაუპატიურებაზე?

კახეთში, შსს-მ 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, უმცროსი და ძალადობის თვითმხილველია.

"კვირის პალიტრა" 15 წლის მოზარდის ოჯახის ახლობლებს (რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს) დაუკავშირდა.

მათი თქმით, ხალხი მზად არის, დამნაშავე ლინჩის წესით გაასამართლოს. 

ოჯახის ახლობლების მხრიდან, რატომ ვერ მოხდა ბავშვის გუნება-განწყობის ცვლილებების დაფიქსირება, რაც ამ შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა.

- ეგ კითხვა ყველას აქვს, მაგრამ საუბედუროდ, პასუხი არ არსებობს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა მსგავსი რამ ჩაიდინოს, რომ თითქოს გონება ეჭვსაც ეწინააღმდეგება. სხვების თვალწინ ეს ნაძირალა რომ არაფერს იმჩნევდა, ეს ცხადია. ერთადერთი ის იყო, რომ მისი ამაზრზენი გამომეტყველება განგიზიდავდა მისგან. არც მის ბიოგრაფიაზე იცოდა სოფელმა, ეს კაცი სოფელში ზედსიძედ არის მოსული და ბუნებრივია, მის წარსულს არ ვიცნობდით. არადა, თურმე ადრეც ბავშვის გაუპატიურებაზე ყოფილა ნასამართლები და მერე დაქორწინებულა ჩვენი სოფლის მკვიდრზე. რაც სავარაუდოდ, ბავშვის დედამაც იცოდა. გარდა ამისა, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის დედა, ფაქტობრივად, მუდამ შინ იყო. არ ვიცი, როგორ ვერ უნდა შეემჩნია მის თავს რა ხდებოდა, ან მისი შვილი რატომ იყო გაღიზიანებული და ჩაკეტილი. თუკი ეჭვი გამართლდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვის დედა ფაქტს მალავდა, მაშინ მასაც იგივე სასჯელი უნდა მიესაჯოს, რასაც შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას მიუსჯიან. ეს ჩემი პირადი აზრია.

თავად ბავშვი, როგორც აღვნიშნე ჩაკეტილი და თავდახრილი იყო. მისგან მართლაც მოდიოდა სიმძიმე, მაგრამ ფაქტია, რომ ნაძირალა მამამ იმდენად დააშინა, რომ დააბეჩავა, ხმას ვერ იღებდა.

- სავარაუდოდ, ცოლზეც ძალადობდა და ბავშვის დედის დუმილის მიზეზიც ეს იყო.

- კი, იყო ფაქტი, როდესაც ხალხის თანდასწრებით დაარტყა. მაგრამ ეს შვილის გაწირვის მიზეზი არ არის.

- გავრცელებული ვერსიით, ფაქტზე მასწავლებელმა იეჭვა და მან გამოიძახა პოლიცია. მით უფრო, რომ მისი თქმით, ბავშვი ხშირად აცდენდა.

- მასწავლებელმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როგორც კი იეჭვა, რომ მოვლენებში რაღაც არასწორი დაინახა. რაღაცები დაემთხვა: ამ დღეს ბავშვი სკოლაში წავიდა, დედამ კი მეორე შვილისთვის, 12 წლის გოგონასთვის სასწრაფო გამოიძახა, რახან ბავშვი რამდენიმე დღე ცუდად იყო. სასწრაფოს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ყელი ჩირქისაგან გადაკეტილი ჰქონდა, ამიტომ დედაც და შვილიც კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკიდან კი დედამ უფროსი შვილის მასწავლებელს დაურეკა, ბავშვი სახლში არაფრით არ გაუშვათო. ამიტომ, მასწავლებელმა პოლიციას დაურეკა, - რატომ უნდა ითხოვდეს დედა, ჩემი შვილი სახლში არ გაუშვათო, როდესაც სახლში მამაა, წესით, შვილის უპირველესი დამცველი! პოლიციამ კი საავადმყოფოშივე დაკითხა ბავშვის დედა და 12 წლის და. ამ საბრალო მეორე ბავშვმაც მაშინვე აღიარა, - რამდენიმე დღის წინ თავად დავადექი თავზე, როდესაც მამა ჩემს დას აუპატიურებდა. ჩემი დისთვის მიშველება მინდოდა, მაგრამ მამამ მცემაო.

- კოშმარულ ამბავს ვისმენ…

- კი. ასეა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ 15 წლის ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, რომელზეც, როგორ ირკვევა 7 წლის განმავლობაში ძალადობდა, არამედ ამ ადამიანისათვის წარმოუდგენელი უბედურების მსხვერპლია ამ ბავშვის დაც, რომელმაც ეს ყველაფერი ნახა და სამუდამოდ მოუწამლავს სიცოცხლეს. ასევე, მათი პატარა ძმაც, რომელსაც თავზე ყველაფერი დაენგრა. მსხვერპლია ხალხიც, რომ ამ საზიზღრობისთვის სასჯელი ზედმეტად რბილია.

უკვე აღარ ვიცით, შვილები როგორ დავიფაროთ. მდგომარეობას კანონის გამკაცრებით უნდა მიეხედოს და გთხოვთ, ეს ხელისუფლებას დაუფიქსიროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა