თეგებით ძიება

"რამდენიმე ტროლმა წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე გაავრცელა დედაჩემზე, 65 წლის ქალზე" - რას წერს ბექა ყორშია?

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ტროლებმა დედამისზე საშინელი ჭორები გაავრცელს.

"მეგობრებო, სუსმა ტაქტიკა შეცვალა და ახლა ისეთ Facebook ტროლებს ქმნიან, რომლებიც თითქოს ანტიქოცები არიან. ამ გზით ბაბლის მარაქაში ცდილობენ გარევას. რამდენიმე ასეთმა ტროლმა წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე გაავრცელა დედაჩემზე, 65 წლის ქალზე. ნუ, გია ხუხაშვილის უკანონო შვილი რომ ვარ, ეგ ძველი ამბავია, ახლა ახალი სიგიჟეები აქვთ მოფიქრებული, რომლის დაწერასაც აქ არც ვიკადრებ. 

ბევრ თქვენგანს ეს ტროლები მეგობრებშიც გყავთ. არცერთ მათგანს არ უდევს თავისი ფოტო. ვისაც გაინტერესებთ, შემიძლია, პირადად გამოგიგზავნოთ მათი გვერდები. 

მაინც საჭიროდ ჩავთვალე აქ ამის დაწერა, თორემ დედაჩემი უკვე მიჩვეულია მსგავს ცილისწამებას და დიდად არ ადარდებს", - წერს ბექა ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა