„ხაბეიშვილმა თქვაო, განაცხადაო... პეტეფის ლექსზე წერენ... თავის ჭკუით მე დამცინიან“ - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსს განმარტავს და წერს, რომ შანდორ პეტეფის ლექსი მას მიაწერეს.
„შანდორ პეტეფის ლექსი დავდე ფბ-ზე, რომელსაც მსახიობი გივი ჩუგუაშვილი კითხულობს... იმედმა "გაანიუსა" ხაბეიშვილმა თქვაო, რომ მუხა მინდა ვიყო შეურიგალიო. ხაბეიშვილმა თქვაო, განაცხადაო... პეტეფის ლექსზე წერენ, რომ მე განვაცხადე, მე ვთქვი, მე დავწერე... თავის ჭკუით მე დამცინიან.
რაც გინდათ ის დაუძახეთ - TV Imedi“, - წერს ხაბეიშვილი.
✅ 17:00 საათზე ყველა რუსთაველზე