თეგებით ძიება

"დიდი მარხვის მრევლი დავარქვი...აღდგომასაც იქნება ბევრი ხალხი და მერე გაქრებით ეკლესიიდან და დაელოდებით შემდეგ დიდ მარხვას, მაგრამ, რომ არ დაგიდგეთ შემდეგი დიდი მარხვა?" - მამა შალვა კეკელია

მამა, შალვა კეკელიამ ქადაგებისას დიდი მარხვის დროს ტაძრებში მრევლის სიჭარბეზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მათ, ვინც მხოლოდ დიდი მარხვის დროს დადის ეკლესიაში, მას ღმერთი არ უყვარს.

"დიდი მარხვის მრევლი დავარქვი, ესეც კარგია, წლის ერთ მონაკვეთს მაინც რომ უთმობს ღმერთს, მთელი ცხოვრებაში თავის სიბილწეში რომ არ არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდები ასე, მხოლოდ დიდი მარხვით რომ შემოიფარგლება შენი ეკლესიური ცხოვრება. დიდი მარხვის შემდეგ რომ დაივიწყებ ამ ყველაფერს. აღდგომასაც იქნება ბევრი ხალხი და მერე რომ გაქრებით ეკლესიიდან და დაელოდებით შემდეგ დიდ მარხვას, მაგრამ რომ არ დაგიდგეთ შემდეგი დიდი მარხვა? ახლა კი მოგცემთ ზიარების უფლებას, მაგრამ თუ ისევ ისეთები დარჩებით, როგორც მანამდე იყავით, რა შედეგები ექნება ამ დიდ მარხვის დაცვას, თუ თქვენ მთელი არსებით ღმერთს არ შეიყვარებთ? იცით რატომ დადის ადამიანი მხოლოდ დიდი მარხვის დროს? მას ღმერთი არ უყვარს, ის რომ შეყვარებული იყოს ღმერთზე, შეყვარებულებს არ ღალატობენ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.

წყარო: pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა