თეგებით ძიება

"არ ვაპირებ "კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას" - მოსამართლე ირაკლი შენგელია აშშ-ის სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს

მოსამართლე, ირაკლი შენგელია, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აპირებს მიმართოს აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გახადოს მისი სანქცირების გადაწყვეტილება.

"მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ "კორუმპირებულის" იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ - მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს," - წერს მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა სანქციები დაუწესა 4 მოსამართელს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა