თეგებით ძიება

საიდან შემოდის საქართველოში ყურძნის ნატურალური ღვინოები?

საქართველოსთვის ყურძნის ნატურალური ღვინოები ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წელს ექსპორტის 4.5% სწორედ ღვინოზე მოდიოდა. 2022 წელს ქვეყანამ ღვინის რეალიზებით ჯამში 252.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში 24 ქვეყნიდან 5 მილიონ 014 ათასი დოლარის ღირებულების 695 ტონა ღვინო შემოვიდა. იმპორტი 2021 წლის მაჩვენებელს 28.1%-ით გაიზარდა. ყურძნის ნატურალური ღვინოების მთავარი საიმპორტო ქვეყნები კი საფრანგეთ და იტალია იყო, აქედან ღვინის იმპორტი 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ქვეყანა, საიდანაც უმსხვილეს იმპორტიორებს შორის რუსეთი იყო. ამ მიმართულებიდან შეძენილი ღვინის მოცულობები მეტი იყო, ვიდრე საფრანგეთიდან და იტალიიდან.

ღირებულების მიხედვით TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

1. საფრანგეთი - 1.8 მლნ დოლარი, 73 ტონა;

2. იტალია - 1.2 მლნ დოლარი, 174 ტონა;

3. რუსეთი - 613 ათასი დოლარი, 202 ტონა;

4. უკრაინა - 243 ათასი დოლარი, 67 ტონა;

5. ლიეტუვა - 233 ათასი დოლარი, 8 ტონა;

ღვინის მცირე მოცულობებით იმპორტი ასევე ბელარუსიდან, ლატვიიდან, ესპნეთიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან ჰონ-კონგიდან, თუქრმენეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა