თეგებით ძიება
10. 04. 2023 ბიზნესი

ბინის ქირის ფასი შემცირდება - რას პროგნოზირებს ეკონომისტი?

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ბინის ქირაზე ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა შემდგომ წლებში უფრო მეტად მისი შემცირებაა მოსალოდნელი.

„წელს არ მგონია, რომ ბინების ქირის მაღალ ფასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა უკვე შემდგომ წლებში ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი ქირა მდგრადი არ არის და შესაბამისად, მისი შემცირება უფრო მეტადაა მოსალოდნელი.

ამ ყველაფრის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ქირაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა მუდმივად ვერ შენარჩუნდება. ვიზიტორების ნაწილის საქართველოში არ დარჩება და ქვეყნიდან გავლენ, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც აქ დარჩენა უნდა, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, რომ ბინა იყიდონ და არა იქირავონ“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა