თეგებით ძიება

"მამა ვიპოვე... ბავშვი არ მომკვდარა, მე ვარ....ვხედავ აქვითინებულ კაცს" - სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თიკო მურუსიძემ დნმ ტესტით ბიოლოგიური მამა იპოვა და მასთან შეხვედრის დეტალებს ჯგუფში "ვეძებ" აზიარებს.

"ყველას მოგესალმებით.

ბევრი ელოდება ჩემს პოსტს სასიხარულო ამბით, რომელსაც გულში ვერ ვიტევ, ემოციებით სავსე ვარ, ეს რა იყოო, ღმერთოო!

 ბიოლოგიური მამა ვიპოვე , შევხვდი  დღეს.

- თქვენ ამ ქალს იცნობთ (ვანახებ  გამჩენი ქალის სურათს)? აკვირდება, თითქოს კი..

სახელს და გვარს ვეუბნები.

- ეს ქალი თქვენგან იყო ორსულად, რომელმაც გითხრათ, რომ ბავშვი დაეღუპა. სინამდვილეში, ის ბავშვი არ მომკვდარა, მე ვარ.

მისი სახე, სითეთრე გადასდის, ვეღარ ვაგრძელებ.

ცუდად ხართ?? და ვხედავ აქვითინებულ კაცს..

ვერ აღვბეჭდე კადრად.

ემოციების ზღვა.

- ბევრი კითხვა და ყველაზე პასუხები, გავარკვიე, რომ ჩემი გამზრდელი დედა აკითხავდა ამ ქალს მთელი ორსულობა, სურათით ამოიცნო.

- თურმე შვილიშვილები მყოლია და ჩემს პატარა გოგოს და!

- ყველაზე ემოციური დამშვიდობება: მის ხელს ვგრძნობ ჩემს ხელებზე... სითბოს.

პ.ს მადლობა ყველას, ჩემს თავს, რომ არ დავნებდი და ბოლომდე გავედი.

მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ რთული ამოცანის ამოხსნაში", - წერს თიკო მურუსიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა