ხვიჩას კუშას ვეძახით... ბურთთან ერთად ეძინა - ლიკა კვარაცხელია "კვარაზე"
მოდელი, ლიკა კვარაცხელია "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ მისი შესაძლებლობები 2 წლის ასაკიდან იცოდა. ამის შესახებ მან გადაცემა "კულინარიული დუელის“ ეთერში ისაუბრა.
"ხვიჩას კუშას ვეძახი, ჩვენთან კვარა მისი მამაა და კუშა - თქვენ რომ კვარას იცნობთ, ის. როდესაც დაიბადა, თავის უფროს ძმას ჰკითხეს რა დავარქვათო. უფროსმა ძმამ, რომელსაც ნიკუშა ჰქვია, თავისი სახელი იცოდა და ნი-კუშა, კუშა დაერქვა. სხვა სახელს ვერ გამოთქვამდა, სანამ პატარა იყო, ასე შერჩა კუშა.
2 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ეს ბავშვი არის მოვლენა. სურამში ერთად ვისვენებდით ხოლმე დასასვენებლად, იქ ისეთებს აკეთებდა ხოლმე, რომ არ ვიცი... ჯერ ბურთით ეძინა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ბავშვი არის მოვლენა.
მაშინ უფროსი ძმა თამაშობდა ძალიან მაგრად, მამები რომ ჩამოდიოდნენ, სულ ამბობდნენ, რას შვრება ნიკუშა, ხომ ვარჯიშობსო... მე ვამბობდი, ეს არ იცით თქვენ, ვინ არის თქო. უმცროსი ძმა კიდევ სასწაულია.. ჩემთვის ეს სიახლე არ არის, უბრალოდ მე ძალიან მიხარია, რომ მას მიეცა შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს ენახა მისი თამაში", - განაცხადა მოდელმა.