თეგებით ძიება

ჭორაობენ მილიონერი შეყვარებული ჰყავსო - როგორი მამაკაცები მოსწონს ნუცა ბუზალაძეს?

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე აცხადებს, რომ მასზე ბერს ჭორაობენ, თუმცა გავრცლებული ამბები ხშირად სიცრუეა.

ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში ეს­ტუმ­რა. მომ­ღე­რალ­მა კა­რი­ე­რა­ზე, ოჯახ­ზე და მო­მა­ვალ­ზე ისა­უბ­რა. ასე­ვე შე­ე­ხო პი­რად თე­მებს. ნუცა ამ­ბობს, რომ უკვე ერთი წე­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს, მას შემ­დეგ, რაც დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ უყ­ვარ­და. არ უყ­ვარს შე­ზღუდ­ვე­ბი და ფიქ­რობს, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით უნდა იყოს, მას არ უნდა ჰგავ­დეს. არ უნდა უყ­ვარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა და მას­ზე ასა­კით უმ­ცრო­სი არ უნდა იყოს.

"ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, როცა ჩემ­ზე ჭო­რა­ო­ბენ. ერთი პე­რი­ო­დი იმ­დენს ჭო­რა­ობ­დნენ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­გობ­რე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით, ვე­უბ­ნე­ბო­დი, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც რა გინ­დათ, ის უთხა­რით. ამ­ბობ­დნენ, იმას ხვდე­ბა, ამას ხვდე­ბა, მი­ლი­ო­ნე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. რა­ღაც ჩან­თის ფოტო თუ დადე, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ღა­ცამ გა­ჩუ­ქა, შე­ნით ვერ იყი­დი", - აცხადებს ბუზალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა