თეგებით ძიება
11. 04. 2023 ბიზნესი

8 000 0000 დოლარი - სად მოეწყობა ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსი საქართველოში ?

კომპანია Orbi Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრში, $100 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტ Hotel HUB-ის ბოლო სართულზე, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსი მოეწყობა.

მისი თქმით, მულტიფუნქციური ცენტრის ბოლო სართულზე საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პენთ ჰაუსები მოეწყობა, სადაც კვ.მ-ის ფასი $20 000 იქნება. აღსანიშნია, რომ მის შექმნაზე წამყვანი დიზაინერები, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სმარტ სისტემების გამოყენებით იმუშავებენ.

„$100 მლნ იდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში, საინვესტიციო ნაწილში ის კიდევ უფრო მოცულობითი თანხაა.

თაუერსში, სადაც Radisson-ის ბრენდის სასტუმრო იქნება წარმოდგენილი, ბოლო სართულზე თბილისში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები მოეწყობა, რომლის კვ.მ-ის ღირებულება 20 000 დოლარი იქნება, ჯამური ღირებულება 8 მლნ დოლარს მიაღწევს. თითოეულ პენტჰაუსს მინიმუმ 150-200 კვ.მ ღია სივრცე ექნება. მის შექმნაში წამყვანი დიზაინერები მონაწილეობენ და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით და სმარტ სისტემებით იქნება აღჭურვილი. თავისი მდებარეობიდან და სიმაღლიდან გამომდინარე პენტჰაუსებიდან მთელ თბილისზე 360-გრადუსიანი პანორამული ხედები გადაიშლება. მფლობელები ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რომელიც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს $100 მლნ-იან პროექტს ექნება“, - განმარტა ირაკლი კვერღელიძემ.

წყარო: Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა