თეგებით ძიება

საბედნიეროდ, თვითმკვლელობის მცდელობა გადააფიქრებინეს - ქუთაისში, მოქალაქე მდინარეში გადახტომას აპირებდა

ქუთაისში, წითელ ხიდზე მოქალაქე თავს იკლავდა. ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

მოქალაქე მდინარეში პროტესტის ნიშნად გადახტომას აპირებდა, მაგრამ სამართალდამცველებმა და მაშველებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

“დავინახეთ, რომ მოქალაქე წითელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა, პოლიცია და მაშველები მალევე მოვიდნენ და საბედნიეროდ, მას თვითმკვლელობის მცდელობა გადააფიქრებინეს”, – აცხადებს თვითმხილველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა