თეგებით ძიება

საქართველოში, ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა - რას ამბობს ახალი კვლევა?

საქართველოში, ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა.

ამასთან, PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე). თუმცა, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები - 47%-ით და 176 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 44% იღებდა საარსებო შემწეობას.

შესაბამისად, 2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით), ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილმა 12%-დან 18%-მდე მოიმატა“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა