თეგებით ძიება

სააკაშვილს აშარჟებენ და მასხრად იგდებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები - ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ, სააკაშვილისთვის პოლონეთის მიერ ჯილდოს გადაცემას ეხმაურება.

მისი თქმით, ჯილდოს გადამცემი ავტორები სააკაშვილს მასხრად იგდებენ.

"მე მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ საცინად და მასხრად იგდებენ ამ ადამიანს ან წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ ის ამბავი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ."- განაცხადა დეპუტატმა. 

ცნობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის 14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გადაეცემა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა