დოლარის ფასი რეკორდულად დაეცა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5299 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7599 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1310 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 აპრილიდან შევა ძალაში.