თეგებით ძიება

ჩემი შვილის ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა - რას ამბობს გიული ალასანია?

ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

„სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა