საქართველოში მარტში ინფლაცია 5.2% იყო - საქსტატი
2023 წლის მარტში, საქართველოში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.3-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 11.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.2%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 4.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.0%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.8%; ჯანმრთელობის დაცვა – -9.3%; ტრანსპორტი – -8.7%; კავშირგაბმულობა – -3.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 11.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.