თეგებით ძიება

"ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას" - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.

"ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კენიისა და ბაობაბების ამბავი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია საკანში, იმის მიხედვით ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშანია: ერთი - ეკოლოგიურის, რომელიც კონვენციურია მაღალი ალბათობით და უნივერსალური იურისდიქციის. მეორე - საერთაშორისო კორუფციის, რაზეც, მაგალითად, აშშ-ს სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები აქვს დაწესებული - ხისტი, მკაცრი, მყისიერი ეფექტის მქონე.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეკოლოგიის კონტექსტი ახლა ისეთი ამომავალი ტრენდია მსოფლიოში, რომ ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, სულ რომ რაიმე ინტერესი აღმოჩნდეს საპირწონედ, რთულად წარმომიდგენია რომ მიიჩქმალოს. ეს მიმართულება უკიდურესად სენსიტიურია მწვავე რეაგირების თვალსაზრისით. ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, ვერანაირი გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესებით ვერ აბალანსებენ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორებიც კი.

ასე რომ, ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, “მოულოდნელად” აკიაფდა ჰორიზონტზე", - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა