"ჩხავიან ხოლმე, თუ პატრიარქი ასეთი ცუდია, მის მოცემულ დეკანოზის ტიტულზე რატომ არ ამბობ უარსო..." - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე? - VIDEO
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში 2005 წელს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი პატრიარქ, ილია მეორეს ხელზე ეამბორება.
მისი თქმით, დეკანოზობა მისთვის ილია მეორეს არ მიუცია.
"კი ჩხავიან ხოლმე, თუ პატრიარქი ასეთი ცუდია მის მოცემულ დეკანოზის ტიტულზე რატომ არ ამბობ უარსო, მაგრამ ილია მეორეს თავისი საკუთრება არაფერი მოუცია, ეკლესიაც ღვთისაა და დეკანოზობა-მღვდლობაც ღვთისაა. მაშინ კი ნამდვილად დიდი წმინდანი და ღვთაებრივი მამა მეგონა შიოლაშვილი და გულწრფელად ვუჩოქებდი და ვეამბორებოდი მარჯვენაზე.
1 ნოემბერი, 2015 წ", - წერს დეკანოზი.