თეგებით ძიება
12. 04. 2023 ბიზნესი

„ცელსიუსი“- ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს გპირდებათ

გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსი“ 2020 წელს ქართულ ბაზარზე თავდაპირველად თბილისში ორი მაღაზიით გამოჩნდა. მოგვიანებით კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ზუგდიდი, ბათუმი, თელავი , ქუთაისი, სწორედ ის ქალაქებია, სადაც "ცელსიუსის" მაღაზიათა ქსელს შეგიძლიათ ესტუმროთ.

კომპანია იტალიური ბრენდ "არისტონის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში სერვისით და ბრენდის ექსკლუზივით. "არისტონი" გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელით.

"ცელსიუსი" ოპერირებს ბაზარზე, როგორც საცალო და საბითუმო, ასევე კორპორატიული მიმართულებით სხვადასხვა წამყვან სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით.

7 აპრილს, თბილისში ჯავახეთის 64 ნომერში, კიდევ ერთი, რიგით მერვე ფილიალი გაიხსნა.

შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო პროდუქცია, სადაც აპრილის თვეში მომხმარებელი სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს. 

ფილიალი კომპანიის თანამშრომლებმა ოფიციალურად გახსნეს, რასაც რამდენიმე მოწვეული სტუმარიც ესწრებოდა. კომპანია მომავალშიც პირდება მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას და პროდუქციის ფართო არჩევანს გათბობა-გაგრილების მიმართულებით.

პროდუქციის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა