თეგებით ძიება

"სკოლის სახელმძღვანელოში წერია, რომ მიწისძვრის პროგნოზი შესაძლებელია....არ მიკვირს, ეს ხალხი იდიოტს მე რომ მეძახის" - რას წერს თეა გოდოლაძე?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე განათლების პრობლემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და სკოლებში, ბუნების სახელმძღვანელოებში არსებულ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

"სკოლის ბუნების სახელმძღვანელოში წერია, რომ მიწისძვრის პროგნოზი შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, ეს ხალხი იდიოტს მე რომ მეძახის. ვინ დათვალა ქანი რამდენი წლის არისო, საყვარელი. სულ მიკვირს, ეს თავდაჯერებული ტონი, შეუვალობა როგორ გამოიმუშავეს. საკვირველი და სავალალო არის ის, რომ ასეთი ცოდნით და მენტორული ტონით თანამდებობებზე სხედან და გადაწყვეტილებებს იღებენ, ესაა პრობლემა. მერე, ეს ნაცნობობით თაბამდებობაზე მოხვედრილი ხალხი, ჩემზე ამბობს, ცუდი საურთიერთობო ქალიაო, მძიმეაო. მძიმე ვიქნები, მთელი მათი მამაკაცურ ეგოზე აწყობილი, დედის მიერ რუდუნებით შექმნილი წარმოსახვითი იმიჯი ენგრევათ. განა არის ვინმე მათზე ლამაზი, ჭკვიანი - დედა ენაცვალოთ.  ამ ქვეყანამ რა დააშავა?! ერთი რამ იციან მხოლოდ, შავი “ჯიპის” ყიდვა. მეტი არაფერი იცის და ვერ აკეთებს. ფულის ხარჯვა “ჯიპით” იწყება და ისეთთან იჭერს საქმეს, ვისიც ესმის.

დედამიწა დაახლოებით 5 მილიარდი წლისაა, სულელებო თქვენ. დინოზავრის ნაკვალევი იურიულშია სათაფლიაზე და 100 მილიონი წლის რიგისაა. ჯამი ჭურჭელია! ჩვენი მთები სულ რაღაც 5 მილიონი წლისაა. 3 მილიონი წლის წინ კახეთში ოკეანე იყო. კი, ყაზბეგი აქტიური ვულკანია და დიდი ჰესებისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს! 

სულ მახსოვს, ოთო კახიძე რომ გაწიწმატდა და გეოგრაფიის მასწავლებელი ხარო, მეძახა - მინისტრის მოადგილე იყო და ქვეყნის ბედი ებარა. ერთ-ერთი მინისტრი ნახშირი არაორგანული ნივთიერება არისო, ამტკიცებდა. ზარქუა მაინც გამარჯვებულია - "ნამოხვანი" ავაშენოთ და ბეტონი მოვიპაროთო.

“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?!”

P.S. სიჩქარეში მართლწერა მეშლება და შენიშვნებს მივიღებ და გამოვასწორებ", - წერს გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა