თეგებით ძიება

შსს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანებისა და მგზავრთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით.

„გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი – ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით.

შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა