თეგებით ძიება

ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი ტრაგედია შემემთხვეოდა... - რას ამბობს გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილი?

შეფ-მზა­რე­ულ­მა, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილმა განაცხადა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ პი­რო­ტექ­ნი­კა აუფეთქდებოდა.

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რად და და­უ­დევ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნა. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბით უმე­ტე­სო­ბას მკურ­ნა­ლო­ბა კლი­ნი­კებ­ში ხან­გრძლი­ვად უწევთ. პი­რო­ტექ­ნი­კით გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი დრო ახა­ლი წლის პე­რი­ო­დია. თუმ­ცა ფო­ი­ერ­ვერ­კებს არა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­შიც და თით­ქმის უკვე ყო­ველ დღე, აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ეს გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს მძი­მე პრობ­ლე­მებს უქ­მნის, მისი ხმა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, ფრინ­ვე­ლებს სტრე­სავს, ამას­თა­ნა­ვე, აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს და ეს ფე­რა­დი "ბრწყინ­ვა­ლე­ბა,“ რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მაც­დუ­რად იზი­დავს, სუ­ლაც არ არის უსაფრ­თხო და სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი...

წელს, შეფ-მზა­რე­ულ­მა, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილმა სა­ა­ხალ­წლოდ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­ი­ძი­ნა მაშ­ხა­ლა, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს ხელ­ში აუ­ფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი და­ი­ზი­ა­ნა...

"რა და­მი­ტო­ვა ამ ამ­ბავ­მა? პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ გა­რე­მოს მი­მართ, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ და რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას... ამ ნა­ბი­ჯ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რა... მინ­და, გა­რე­მო და მისი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი ჯან­სა­ღად იყ­ვნენ. პი­რო­ტექ­ნი­კა მტე­რია, რო­მე­ლიც მას ანად­გუ­რებს და ბევრ ცუდ რა­მეს აკე­თებს,“ - ამ­ბობს  გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი.

წყარო: ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა