თეგებით ძიება

„გთხოვთ, აფხაზებო, წაიკითხეთ ეს...“ - ვაჟა კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

პუბლიცისტი, ვაჟა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„გთხოვთ აფხაზებო (ნამდვილ აფხაზებს ვგულისხმობ) წაიკითხეთ ეს:

ისტორიული წყაროებით ნათლად დასტურდება, რომ რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო 1810 წელს შეიყვანა თავის „მფარველობაში“ და, როგორც მანამდე ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, ასევე მისი ოკუპაციაც ამ სახით მოახდინა. აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა წებელდისა და სხვა მთის საზოგადოებების გარეშე. 1864 წელს რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და ტერიტორია მდინარე ენგურიდან გაგრის ჩათვლით, „სოხუმის სამხედრო განყოფილებაში“ შეიყვანა, რომელსაც შემდეგში სოხუმის ოლქი ეწოდა.

1910 წელს, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ შედგენილ ერთ დოკუმენტში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ კავკასიის სხვა ადგილები  მხოლოდ კულტურული რუსი ადამიანებისათვის არის განკუთვნილი და არა ადგილობრივი ბრიყვი, ხეპრე და უვიცი აფხაზებისათვის...“ - წერს კაკაბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა