დოლარი კვლავ გაუფასურდა - როგორია ვალუტის კურსი?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5261 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 12 აპრილს მოქმედებდა, 2.5299 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა 12 აპრილს მოქმედი კურსი 2.7599 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1308 ლარს შეადგენს.
ახალი კურსი დღეიდან, 13 აპრილიდან შევა ძალაში.