თეგებით ძიება

"გარდაიცვალა მორჩილი, ნიკოლოზ ავალიანი" - მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა მორჩილი, ნიკოლოზ ავალიანი. სამწუხარო ინფორმაციას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).

მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი სული. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა