თეგებით ძიება

ეკლესია არ დაუშვებს, რომ რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ - მეუფე იაკობი - VIDEO

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დიდ ხუთშაბათს ქადაგებისას განაცხადა, რომ ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე.

"ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რომელიღაც იმაში ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ, გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ. ნურას უკაცრავად. ევროპამაც იცოდეს, ამერიკამაც იცოდეს, რუსმაც  თურქმა, ირანელმა და ჩინელმა და ა.შ. ქართველი კაცი არასდროს არ გახდება არავის მონა", - აცხადებს მეუფე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა