თეგებით ძიება

გინდათ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს? - რამდენიმე რჩევა, რაც დიდ ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

დიდი ხუთშაბათს კარგია ეკლესიაში მისვლა და ზიარება.

დიდ ხუთშაბათს ტრადიციის თანახმად, გამთენიისას უნდა ვიბანაოთ. ითვლება, რომ ამ დღეს წყალი განსაკუთრებულად სამკურნალო და გამასუფთავებელი ძლიერი ნათელი ენერგიული ძალით არის დამუხტული. წყალი ამ დღეს ავადმყოფობისგან, წყევლისგან ჯადოსგან თვალისგან და ნეგატიური ზემოქმედებისაგან გვანთავისუფლებს. წყლის გადავლების დროს ღმერთს მადლობა გადაუხადეთ ჯანმრთელობისთვის, დაცვისთვის, პატიებისთვის.

არის ასეთი ძველი რიტუალი სურვილების ასარულებლად. ეკლესიაში რომ მიხვალთ, ერთდროულად სამი სანთელი დაანთეთ და ილოცეთ. როდესაც სანთლების 2/3  დაიწვება თითებით ჩააქრეთ სანთელი და სახლში წამოიღეთ. თითო სანთელი ერთ სურვილს ასრულებს. სანთელს დაანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ. სანთელი ბოლომდე უნდა ჩაიწვას. სანამ სანთელი იწვის, სურვილზე იფიქრეთ.

დიდ ხუთშაბათს კარგია, სახლის როგორც პრაქტიკული წმენდა ასევე ენერგეტიკული წმენდაც. გაანთავისუფლეთ სახლი არასაჭირო ნივთებისგან. გააღეთ ფანჯრები, დაანთეთ საკმეველი და ბინას სამჯერ საათის მიმართულებით შემოუარეთ. იკითხეთ ლოცვა, მამაო ჩვენო.

არის კიდევ ბარაქის მოსაზიდი რიტუალი რომ მთელი წლის განმავლობაში, სიუხვემ დაისადგუროს თქვენს ოჯახში. დილას ადრე ავსებული წყლით დიდ ჯამში ან ვედროში 33 ცალი მონეტა ჩაალაგეთ. მონეტები შეიძლება იყოს სხვა და სხვა ვალუტის. მონეტების ჩაყრის დროს წარმოთქვით,- სიუხვე და ბარაქა ჩემ ოჯახს.

ეს კომპოზიცია შუადღემდე უნდა დატოვოთ და მანამდე სახლის დალაგებას უნდა შეუდგეთ. როდესაც მორჩებით სახლის დალაგებას, მონეტებიან წყალში დასველებული ტილო თქვენი ბინის ყველა კარ-ფანჯარას გადაუსვით . როდესაც მორჩებით. ხურდები ამოიღეთ წითელ ან ოქროსფერ ტომარაში მოათავსეთ, ან ყუთში ჩაალაგეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში შეინახეთ მთელი წლის განმავლობაში. წყალი ან მცენარეებს ან გარეთ ხეს დაასხით.

კიდევ ერთი რიტუალი ფულის მოსაზიდად.

გამთენიისას როგორც კი გადაივლებთ წყალს, შეაგროვეთ მთლიანად თქვენი თანხა და ფულის ხალიჩაზე გადათვალეთ. ეს უნდა მოხდეს სამჯერ. დილით ადრე, ნაშუადრევს და მზის ჩასვლამდე. ოთახში უნდა იყოთ მარტო არავინ არ უნდა გხედავდეთ და არაფერმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი..

ყოველი დათვლის მერე, ფული უჯრაში შეინახეთ შემდეგ დათვლამდე. ბოლო დათვლის მერე ფული კონვერტში ჩადეთ აღდგომის დღესასწაულამდე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა