თეგებით ძიება

ეს თუ მართალია, პირდაპირ გეუბნებით, კატასტროფაა - თაკო ჩარკვიანი კეზერაშვილთან დაკავშირებულ BBC-ის მასალაზე

"კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი მართალია კატასტროფაა.

"ყიჟინა ჰქონდათ გუშინ დავით კეზერაშვილზე და ეს თუ მართალია, პირდაპირ გეუბნებით, კატასტროფაა. შორს არ ვარ ჟურნალისტიკისგან იცით და ერთმა ფრაზამ ძალიან შემაწუხა, სადაც არის რომ „მტკიცებულებები არ გვაქვს“. ობიექტური ვიყოთ, შენ თუ იქ ყიჟინა გაქვს, კი მაგრამ პირდაპირ სანქცია დადებულ მოსამართლეებზე რა პასუხს სცემ? ჭორის დონეზე ხომ არ დაუსანქცირებიათ ეს ხალხი? ჩვენ არ ვიცით მურუსიძე ვინ იყო? მე რომ პლაკატი მეჭირა, რიგითი იყო მაშინ გირგვლიანის დროს“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

ამასთან, თაკო ჩარკვიანი მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კომისიისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი. 

"ამ კომისიისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამათ ხელში, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. პირველივე წუთიდან კითხვის ნიშანი არ დამისვამს და რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ, თუმცა ვღელავ რომ პროცესი დროში არ გაიწელოს და „ოცნების“ წისქვილზე არ დავასხათ წყალი. დაიწყონ გამოძიება, ამაში ცუდი არაფერი არ არის“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა