თეგებით ძიება
13. 04. 2023 ბიზნესი

უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში, 14.3%-ით გაიზარდა - რას ამბობს ახალი კვლევა?

მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებმა - 4 302, ხოლო ძველი ბინების - 2 316 შეადგინა. ამის შესახებ GALT & TAGGART-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებმა - 4 302, ხოლო ძველი ბინების - 2 316 შეადგინა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა. ამასთან, გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის.

რაც შეეხება ფასებს, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, თბილისში ფასებზე ყველაზე მეტად გაძვირებული მშენებლობა მოქმედებს. საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქში უძრავი ქონების ფასები აშშ დოლარში დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი.

კერძოდ, როგორც კვლევიდან ირკვევა, თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაყიდი ფასი დოლარში 29.9%-ით, ხოლო ლარში - 14.3%-ით არის გაზრდილი. უფრო მნიშვნელოვნად წლიურად ქირის ფასია გაზრდილი უძრავ ქონებაზე. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, ქირის ფასი დოლარში 124.7%-ით, ლარში კი - 97.7%-ით არის გაზრდილი.

წყარო: Bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა