რუსებმა ხერსონში სკოლა დაბომბეს - არიან დაღუპულები
რუსებმა დღეს ხერსონის ოლქში სკოლის შენობა დაბომბეს, დაღუპულია ორი და დაჭრილია ორი ადამიანი. ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისივე ცნობით, აღდგომის დღესასწაულებზე ეკლესიებში ღვთისმსახურების ჩატარება კომენდანტის საათის დროს აკრძალულია.
ასევე აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლა ნაღმებისა და დაბომბვის მაღალი საფრთხის გამო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.