„ბიბისის“ გამოძიება უკვე ტორტზე მარწყვია – იაგო ხვიჩია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იაგო ხვიჩია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა და განაცხადა.
ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური პარტნიორობისგან, რასაც პარტნიორობას ეძახიან და ფულის აღება ჰქვია, თავი უნდა შეიკავონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დააზიანა კეზერაშვილის ფაქტორმა. მგონი, რაც ეს ფაქტორი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“, უფრო და უფრო ზიანდება. ახლა რომ იტყვიან, ტორტზე მარწყვიო, ასე გამოუვიდათ. ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.