თეგებით ძიება

ბუნებას შეუძლია ადვილად დაიბრუნოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე ადამიანისთვის მიუცია

"როცა 19 წლის ვიყავი, კოლეჯში ვერ დავდიოდი, რადგან ღარიბი მშობლები მყავდა. ფული არ მქონდა, ამიტომ ბიბლიოთეკაში დავდიოდი. კვირაში სამი დღე, შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომ წიგნს ვკითხულობდი. 27 წლის ასაკში, უნივერსიტეტის მაგივრად თითქმის მთელი „ბიბლიოთეკის აკადემია“ დავამთავრე. ასე მივიღე განათლება ბიბლიოთეკაში და თან უფასოდ. როდესაც ადამიანს რაიმეს სურვილი აქვს, ის იპოვის მისი მიღწევის გზას.

ასევე ერთი რამ მინდა შეგახსენოთ:

ადამიანებს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ:

დედამიწაზე ჩვენთვის მხოლოდ ძალიან პატარა ადგილია მონიშნული;

ჩვენ ვცხოვრობთ ბუნების გარემოცვაში, რომელსაც შეუძლია ადვილად დაიბრუნოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე ადამიანისთვის მიუცია.

ერთ მშვენიერ დღეს, ბუნებას შეუძლია დედამიწა „ერთი ამოსუნთქვით“ ოკეანის წყლით დატბოროს მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეახსენოს ადამიანს, რომ ის არ არის ისეთი ყოვლისშემძლე, როგორიც მას ჯერ კიდევ სულელურად ჰგონია.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა