გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა - რას ამბობს ექიმი მიხეილ სააკაშვილზე?
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიიდან მიიღეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება.
ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე და ასე შემდეგ, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება, ამას მოითხოვს პროტოკოლი რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ იქიდან დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ აღენიშნება შემცველობა. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - ამბობს ჩხაიძე.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.