2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა 5 159 ბინა შეიძინეს
2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა 5 159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, რაც 42,3%-ია. იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
საერთო ჯამში, 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 14 394-მა მოქალაქემ ჯამში 20 034 ბინა შეიძინა.