თეგებით ძიება
15. 04. 2023 სპორტი

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.

შედეგად, გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა