"უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია" - 83 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოდან 1 დღის წინ გამოწერეს, სააღდგომოდ ხალხს უფასოდ ემსახურება
83 წლის კაცი, სააღდგომოდ მოქალაქეებს უფასო ტაქსით ემსახურება. ინფორმაციას კაცის ქალიშვილი, თეა კეჭაყმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან, ღვთის შეწევნით შეძლო, მრევლს მოემსახუროს და სიხარულით შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია", - თეა კეჭაყმაძე.