"რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი" - ყველა, ვინც ამას ამბობს, დროა გადასახლდეს სოფელში" - რა რჩევით გამოდის ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ ვისაც ქალაქში სიწყნარე და ცარიელი ქუჩები მოსწონს, დროა, სოფელში გადასახლდეს.
"რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი, რა კარგია სიწყნარეეე" - ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს, ვინც ჯერ კიდევ ვახერხებთ ხმაურში ცხოვრებას.
ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს, რაც ხალხმრავლობას მოაქვს.
ასე რომ, "სოფლელი" ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა. მე ვარ პოტენციური სოფლელი, მაგრამ ეს დრო რომ დამიდგება, თქვენ კი არ გეტყვით, ხმაური მომბეზრდა და გადასახლდითმეთქი, მე წავალ სიწყნარეში, მე", - წერს ფანჯიკიძე.