ყველის და რძის ღირებულება შემცირდა - რამ გამოიწვია პროდუქტების ფასის ცვლილება?
ყველის და რძის ღირებულება შემცირდა, რისი მიზეზიც აღნიშნული პროდუქტების ფასების სეზონური ცვლილებაა.
კომპანია “შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ გაზაფხულზე წველადობა მატულობს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჭარბ რძეს აჩენს, შედეგად იაფდება, როგორც რძე, ასევე რძის ნაწარმი. ასევე, შემცირეულია რძის ფხვნილის ფასიც, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა.
"ამჟამად ყველზე ფასი დაახლოებით ორი ლარით არის შემცირებული. რძეზე დაახლოებით 10-15%-ით არის ფასი შემცირებული, რაც გაზაფხულის სეზონმა და ამ დროს წველადობის ზრდამ განაპირობა. წველადობის ზრდას კი მწვანე ბალახის გაჩენა იწვევს. ეს დაახლებით ორი ან ორთვენახევრის განმავლობაში შედარებით ჭარბ რძეს აჩენს. შედეგად, რძეს და რძის ნაწარმს ფასი აკლდება,"- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძე BM.GE-სთან.