"მერაბ დვალიშვილი დადის თურმე ნეაპოლის ქუჩებში და კითხულობს: “ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა…რომელ ქუჩაზე ცხოვრობსო" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
"Bravo Records"-ის დამფუძნებელი, ზაზა შენგელია UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე წერს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა.
"UFC წესების გარეშე ორთაბრძოლების ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი , 3 დღით ადრე ჩასულა ნეაპოლში “ნაპოლი”-“მილანის” ჩემპიონთა ლიგის თამაშზე დასასწრებად…დადის თურმე ნეაპოლის ქუჩებში და კითხულობს: “ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა…რომელ ქუჩაზე ცხოვრობს”-ო", - წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი"-"მილანის" შეხვედრა დღეს გაიმართება.